ეროვნული გალერეა

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. N11-ში მდებარე სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის განკუთვნილი ,,დიდების ტაძარითბილისში, 1888-1892 წლებში, ცნობილი, გერმანელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით აიგო . შენობის  ნიმუშად გამოყენებულია იტალიელი არქიტექტორის, პიო პიაჩენტინის მიერ, რომში 1880-1883 წლებში, ნეობაროკოს სტილში აგებული, საგამოფენო სასახლე.
იმდროისთვის მუზეუმის დაარსების მიზანი რუსეთის არმიის კავკასიის ომებში წარმატების უკვდავყოფა იყო.
1889 წლის დეკემბერში, უმაღლესი განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების სამმართველომ რუსთაველის პროსპექტზე არსებული მიწის ეს ნაკვეთი ზემოაღნიშნული სამხედრო-ისტორიული მუზეუმის ასაგებად  სამხედრო საინჟინრო უწყებას გადასცა...  უწყებამ პროექტის შედგენა  იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ არქიტექტორს ალბერტ ზალცმანს შეუკვეთა და სამუშაოების ხელმძღვანელობისათვის კომისია გამოყო.
მუზეუმის მშენებლობა  1890 წელს დაიწყო და  1892 წელს დამთავრდა.   მცირე დაფინანსებისა და ფორმალურ-ბიუროკრატიული მიზეზების გამო, მასში ექსპონატების გამოფენა  ძალზე გაჭიანურდა  . ქალაქის თვითმმართველობის მოთხოვნით, დიდი წვალების შემდეგ, 1907 წლის თებერვალში, დამთავრდა მისი მოწყობა და გაიხსნა სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომელსაც  “დიდების ტაძარიეწოდა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზის სიგრძე 58 მეტრია, სიგანე – 9,5 . ფართი 551 კვ.. ფანჯრების უქონლობის გამო დღის სინათლის მისაღებად დარბაზი გადახურულია მინით. სახურავის ასეთი კონსტრუქციით ეს შენობა ერთერთი პირველთაგანი იყო თბილისში.
მთავარი ფასადის ყრუ კედელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მიკრული ჰქონდა ლითონის ათი დაფა, რომლებზედაც აღნიშნული იყო კავკასიის ომში მნიშვნელოვან გამარჯვებათა თარიღები და ცნობები. ფასადის ნაპირებში ორივე მხარეს მოწყობილია თაროები. სავარაუდოდ   მათზე ქანდაკებები უნდა დაეთგათ. მუზეუმს თავისებური გალავანი ჰქონდაგადაჯვარედინებული ზარბაზნები და მათ შორის გაბმული ჯაჭვები. ძველი ცნობარის მიხედვით, ეს თურქული ზარბაზნები იყოსავარაუდოდ, ნადავლი. გალავანი შემდგომ მოაშორეს, ისევე, როგორც ფასადზე ჩამწკრივებული წარწერებიანი დაფები.
მუზეუმის დარბაზში გამოფენილი იყო ცნობილი მხატვრების: რუბოს, აივაზოვსკის და სხვ. ძვირფასი ტილოები, რომლებზედაც ასახული იყო ისტორიული ამბები კავკასიის ომებიდან, სამხედრო პირების პორტრეტები და სხვ.
დღეს შენობაში ეროვნული გალერეაა განთავსებული, რომელიც ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ექსპოზიციას ინახავს.