შოთა რუსთაველის გამზირი

ამბობენ

მთაწმინდის პარკსა და რუსთაველის გამზირს დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგური, 1958 წელს, ვახტანგ ლეჟავას პროექტით აშენდა. მგზავრების გადაყვანა 1959 წლის 1 მაისს დაიწყო და 30 წლი იმუშავა.

1990 წლის 1 ივნისს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საბაგირო  მრავალი წლით დაიხურა. თუმცა, რეკონსტრუქციის შემდეგ, დღეს უკვე 4 წუთში აგიყვანთ მთაწმინდის პარკში.

ვახტანგ ლეჟავას პროექტით შექმნილი  სადგურის ეს შენობა უნიკალური სივრცეა. აქ ხშირად იმართებოდა ქართველი და უცხოელი არტისტების გამოფენები, მიმდინარეობდა კინოგადაღებები. მათ შორის  - რეჟისორ სიკო დოლიძის ცნობილი ფილმის დღე პირველი, დღე უკანასკნელის რამდენიმე სცენასწორედ ამ სივრცეშია გადაღებული.

 

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. #52-ში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა, რუსთაველის გამზირის მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელსაც ქალაქგეგმარებითი როლიც აკისრია. შენობა თავდაპირველად  აშენდა, როგორც „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლი. მისი მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. თუმცა რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ 1946 წელს ჩატარდა კონკურსი „საქნახშირის” ადმინისტრაციული სახლის პროექტზე. კონურსი საკმაოდ მასშტაბური იყო და მასში მონაწილეობა  თბილისის წამყვანმა არქიტექტორებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო ათი პროექტი, თუმცა ჟიურის მიერ  უპირატესობა მიენიჭა არქიტექტორების მ. ჩხიკვაძისა და კ. ჩხეიძის პროექტს. შენობა კომპლექსურობას იძენს, მის ეზოში განთავსებული  საბაგიროს ქვედა სადგურის შენობასთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ასევე კ. ჩხეიძის პროექტით შესრულდა. ნაგებობა საბჭოთა არქიეტქტურის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ქალაქგეგმარებით გააზრებასთან ერთად, შენობის სტილისტურ რეპერტუარში ცდილობს ეროვნული ელემენტების ჩართვას.