რუსთაველის გამზ. 3/10

დეტალური ინფორმაცია

საარქივო მასალების მიხედვით, რუსთაველის გამზ. N 3/10-ში მდებარე პირველი კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა,  1830-იან წლებში დაწყებულა. შენობას რეკონსტრუქცია არაერთგზის ჩაუტარდა. პირველი საფუძვლიანი       1860-1861 წლებში არქიტექტორ ეფიანჯევის,  ოდნავ მოგვიანებით კი 1870-1873 წლებში  გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის მიერ განხორციელდა. სწორედ ამ დროს მიიღო შენობამ  კლასიცისტურ - ნეობაროკული სახე. 1872 წელს, გიმნაზიის ეზოს მოსაწყობად, მებაღე კარლ შარერი მოიწვიეს. 1880-იან წლებში  ნაგებობის  სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ლეოპოლდ ბილფელდი ყოფილა.