დავით აღმაშენებლის გამზირი
scantbilisi adds

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. N79-ში მდებარე შენობა,  პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის, მიერ 1901 წელს  აშენდა. შენობის დამკვეთი, თბილისში მოზაიკური სახელოსნოს დამფუძნებელი, იტალიელი ა. ანდრეოლეტია. შენობა სტილისტურად რენესანსულ-ბაროკალურ ყაიდაზეა ნაგები და ტექნიკური შესრულების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ამჟამად, იქ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა განთავსებული.