დავით აღმაშენებლის გამზირი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ. #164-ში მდებარე ყოფილი „სახკინმრეწვის“ ფაბრიკა-ატელიეს შენობა აიგო 1929–1930 წლებში, აზერბაიჯანელი არქიტექტორის, ბ. ბუზოღლის მიერ. შენობის დაპროექტებისას ავტორმა გაიმეორა ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმები და მოტივები, ნაგებობის კედლის სიბრტყეები დეკორაციად აქცია, არქიტექტურულ ფორმებს დაუქვემდებარა ნაგებობის ფუნქციური მხარე. შენობა, სტილისტურად „ფსევდო-ქართულ“ ყაიდაზეა ნაგები.