თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ .#25-ში მდებარე თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრი 1880-1896 წლებში აიგო გერმანული წარმოშობის პეტერბურგელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის პროექტის მიხედვით. თეატრის შენობის გეგმის პროტოტიპად, რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის ცნობილი თეატრი იქნა აღებული. ახალი თეატრის აშენების იდეა, თამამშევისეული, ძველი თეატრის დაწვისთანავე (1874 წ.) დაიბადა. ფასადების მავრული სტილის სამოსელს კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი, მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, მუშარაბიანი სარკმლები, ისრული და ნალისებრი თაღები, ფართო სვეტისთავებიანი წვრილი სვეტები, სტალაქტიტებით შემკული დეკორატიული კოშკურები, ხალიჩასავით მოფენილი და არშიებად გაყოლებული ორნამენტები ქმნის. მავრიტანული სტილი გვხვდება ნაგებობის ინტერიერშიც. შენობა XIX ს-ის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები