მეექვსე საავტორო სკოლა

დეტალური ინფორმაცია

ლ. ასათიანის ქ. #28-ში მდებარე შენობა აგებულია 1905 წელს,  თბილისელი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის მიერ. შენობა აიგო, როგორც კეთილშობილ ქალთა კერძო სკოლა, რომელიც 1888 წელს, მადამ სერპინეს ქალთა კერძო სასაწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა. მოგვიანებით, მას ქალთა გიმნაზია დაერქვა. პანსიონის დამკვეთი გახლდათ იმ პერიოდში ცნობილი მეღვინე, ვაჭარი მ. ანანოვი. ფსევდო-გოთურ სტილში ნაგები შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს. შენობის საძირკველი 1903 წლის 23 აპრილს ჩაეყარა, ხოლო საზეიმოდ იკურთხა 1905 წლის 9 იანვარს.