დეტალური ინფორმაცია
მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი შენობა გუდიაშვილის მოედნის N7ი სა და ბეგლარ ახოსპირელის N 2 ის კვეთაზე დგას. თაღოვანი და სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული და მესამე სართულის ვარდულებით “დაცხრილული” ფასადები ტფილისისათვის საკმაოდ უცხო მხატვრულ-არქიტექტურული იერით იქცევს ყურადღებას. XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა სტილისტურად მოდერნს ‘’Art Nouveau’’ უნდა მივაკუთვნოთ, ამის დასტურია რკინის შეკიდული აივანი, ხის ორფრთიანი კარის მხატვრულად დამუშავებული ლითონის ცხაური და მარმარილოს კიბის მცენარეული დეკორით დამშვენებული მოაჯირი სადარბაზოს ინტერიერში. შენობა მნიშვნელოვანია მოცემული მიკრო უბნის სივრცითი დაგეგმარებისა თუ, ზოგადად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით; იგი დიდწილად განსაზღვრავს მოედნისა და ქუჩის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს.