თბილისის ფუნიკულიორი

დეტალური ინფორმაცია

თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოს სამთო-საბაგირო გზებს შორის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ნაგებობაა. გზის სიგრძე – 501 , ლიანდაგის დახრის კუთხე – 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი – 0,98 .ვაგონში 50 კაცი ეტევა. ფოლადის ბაგირის დიამეტრი 33 მმ. გზის შუა ადგილზე მოწყობილია 70 სიგრძის სპეციალური ბაქანი, სადაც ვაგონები გვერდს უვლიან ერთმანეთს. აქედან უკავშირდებიან მგზავრები მთაწმინდის პანთეონს.
ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრია, ქვედა სადგურის - 460 მეტრისადგურებს შორის დონეთა სხვაობა 267 მეტრს შეადგენს.
 

თბილისის ფუნიკულიორს დიდი ისტორია აქვს, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმას უკავშირდებოდა. 1900-იან წლებში გაჩნდა .. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით, ზედა თბილისი მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა ქვედა თბილისთან სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით ფუნიკულიორით, უნდა დაკავშირებოდა.
1900 წლის ივლისში ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულების მიხედვით,  მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ფუნიკულიორის გზა თვითმმართველობას უნდა გადაცემოდა . 5 წლამდე ბავშვებს, ფოსტის დამტარებლებსა და პოლიცია-ჟანდარმერიას უფასოდ უნდა ემგზავრათ. მ. ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდები იყო  მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანაც.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით დაიწყო.,   პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა . ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა . შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები . რაგოლერი და . ფონტანა-როსი. ნიკო ნიკოლაძისინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა  დადააწესა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია  1936-1938 წლებში ჩატარდა. დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: . და . ქურდიანები, თანაავტორი . ვალაბუევი), მეორე- 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

თბილისის ფუნიკულიორი დღევანდელი ქალაქის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს.