გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

გ.ტაბიძის#24-ში მდებარე შენობა აგებულია 1896 წელს, რისი აღმნიშვნელი წარწერაც ასათიანის ქუჩის მხარეს არსებული, ეზოში გასასვლელი გვირაბის თავზე, სართულშუა გადახურვის სარტყელზეა დაფიქსირებული. სახლს მესამე სართული დააშენეს 1932 წელს, მისი მხატვრულად ჩამოყალიბებული გარეგნული სახის გათვალისწინების გარეშე. შენობა ასათიანისა და გალაკტიონის ქუჩებისა და ზოგადად სოლოლაკის უბნის ორგანულ ნაწილად აღიქმება. ამას ხელს უწყობს, როგორც მისი მასშტაბი (მიუხედავად უხეში ჩარევისა), ასევე ფასადის არქიტექტურულ-მხატვრული სახე, რომელსაც საფუძვლად დაედო XIX საუკუნის ინტერპრეტაციით მოცემული რენესასნსული და ბაროკალური ფორმები.  სახლის ფასადი გამოირჩევა საგანგებოდ დამუშავებული მაღალი მხატვრული ნაძერწი პროფილებითა და დეკორატიული ელემენტებით. სადარბაზოში შესასვლელ კართან, იატაკზე, რომელიც მოზაიკისაა შემორჩენილია  შავი მარმარილოსაგან შესრულებული სახლის მეპატრონის (ეველინა ტერ-აკოპოვა) აღმნიშვნელი წარწერა რუსულ ენაზე "Э. Теръ-Акорова" და ასევე ა. ანდრეოლეტის ლატუნის წარწერა, რომელსაც ეკუთვნის შენობის დეკორატიული მოპირკეთება.   

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები