ქალაქ თბილისის საკრებულო
scantbilisi adds

ამბობენ

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, ამ ადგილას პოლიცმაისტერის ორსართულიანი შენობა იდგა. საქმე იმაშია, რომ 1840 წლამდე ქალაქს სწორედ პოლიცმაისტერი მართავდა.

მოგვიანებით შენობას, რომელსაც „საქალაქო სახლს“ ეძახდნენ, სახანძრო კოშკი  დაემატა. თავდაპირველად კოშკს პრაქტიკული — სახანძრო დანიშნულება ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ქალაქის რატუშების ტრადიციულ ატრიბუტად გადაიქცა.

1884 წელს, ტფილისელმა მესაათემ იულიუს გენემ შენობაზე გერმანული წარმოების საათი დაამონტაჟა, რომელსაც ის თავად უვლიდა .  საათი არაერთხელ გაფუჭდა და არაერთგზის შეკეთდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, გირის ჩამოვარდნის შედეგად იატაკი და ჭერი დაზიანდა. სანამ საათს შეაკეთებდნენ, მისი ისრები ხელით ატრიალებდნენ.

დღემდე თბილისის მთავარ საათად ითვლება.

 

 

დეტალური ინფორმაცია

თავისუფლების მოედნის N2- ში მდებარე ქალაქის ყოფილ სათათბიროსა და გამგეობის შენობას რეკონსტრუქცია  1882-1886 წელს ჩაუტარდა. შიდა გეგმარება ეკუთვნის წარმოშობით რუს არქიტექტორს, ალექსანდრე ოზეროვს, ხოლო,  ფასადის გაფორმება გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნისაა. სტილისტურად, შენობა ფსევდო-მავრულ ყაიდაზეა ნაგები და XIX ს-ის ერთ-ერთ, საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია არქიტექტურულ დაგეგმარებაში.