გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

გ.ტაბიძის ქ. #18-ში მდებარე  საცხოვრებელი სახლი - საარქივო მონაცემების მიხედვით 1892-1894 წლებში მინას საფაროვის მფლობელობაში ყოფილა. 1911 წლიდან კი როგორც ამას სადარბაზოს წარწერებიდან ვიგებთ შენობის მეპატრონეები თამბაქოს მწარმოებლები ძმები სეილანოვები არიან. შენობა აგებულია 1905 წელს, წარმოშობით სომეხი, თბილისელი არქიტექტორის ღაზარ სარქისიანის მიერ. გარდა საფასადო კომპოზიციისა, საინტერესოა შენობის მოხატული სადარბაზო, რომლის მხატვრობა ეკუთვნის იტალიელ მხატვარს, ბენედიქტ (ბენო) ტალინგატერს. სადარბაზოს ინტერიერში არსებული დეტალები ანდრეოლეტის სახელოსნოშია დამზადებული. შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ შემორჩენილი  კედლის მხატვრობა,  აღმაშენებლის გამზ. # 93-ში  არსებული მხატვრობის ანალოგიურია. ორივე სადარბაზოში გამოყენებულია მეფის რუსეთის დროინდელი მხატვრის ნიკოლოზ კარაზინის მიერ შექმნილი ილუსტრაციები.

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები