ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

დეტალური ინფორმაცია

დავით აღმაშენებლის გამზ.#127-ში მდებარე რკინიგზელთა კულტურის სახლი აშენდა 1950 წელს. თბილისელი, წარმოშობით სომეხი არქიტექტორის, გაბრიელ ტერ-მიქელოვის მიერ. საინტერესოა შენობის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა, რომელიც ევროპული, თუ ქართული არქიტექტურის სხვადასხვა მოტივითაა ნასაზრდოები. საინტერესოა შენობის მოცულობა-მასშტაბი, რომელიც გარკვეულ როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანებაში.