ეროვნული მუზეუმი

დეტალური ინფორმაცია

რუსთაველის გამზ. 3/10-ში მდებარე პირველი კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა, როგორც  საარქივო მასალებიდან ვგებულობთ 1830-იან წლებში დაწყებულა. შენობას რეკონსტრუქცია არაერთგზის ჩაუტარდა. პირველი საფუძვლიანი  რეკონსტრუქცია,      1860-1861 წლებში არქიტექტორ ეფიანჯევმა ჩაატარა,  ოდნავ მოგვიანებით კი 1870-1873 წლებში  გერმანელი არქიტექტორის ოტო იაკობ სიმონსონის მიერ განხორციელდა. სწორედ ამ დროს მიიღო შენობამ  კლასიცისტურ - ნეობაროკული სახე. 1872 წელს, გიმნაზიის ეზოს მოსაწყობად, მებაღე კარლ შარერი მოიწვიეს. 1880-იან წლებში  ნაგებობის  სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ლეოპოლდ ბილფელდი ყოფილა.